ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდულ შეკრებებში მონაწილეობისთვის დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა პატიმრობა დაუსწრებლად მინდია ლავასოღლისაც შეუფარდა.

გადაწყვეტილებას დაკავებულთა ახლობლების უკმაყოფილება მოჰყვა, ადვოკატები კი მის გასაჩივრებას გეგმავენ.
ამბობენ, რომ ბრალი აბსურდულია, ასევე უარყოფენ ლავასოღლისთან მათ ურთიერთობას.

სასამართლოს დაწყებამდე ერთ-ერთი დაკავებული 62 წლის გიორგი გიგიაძე დარბაზში ცუდად გახდა. ახლობლების ინფორმაციით, მას ონკოლოგიური პრობლემა აქვს. ბრალდებულებმა ნაკაშიძემ, ქობულაძემ და დეკანაძემ კი, სასამართლო სხდომა დატოვეს და მათ აღკვეთის ღონისძიება, მათივე მოთხოვნით, დაუსწრებლად შეუფარდეს.

წინასასამართლო სხდომა 12 სექტემბრისთვის ჩაინიშნა.

ბრალდებულების დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ისინი 18 ივლისს დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები