ირაკლი კობახიძე USAID-ის დირექტორის მოადგილეს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორის მოადგილეს, ბროკ ბირმანს შეხვდა, რომელიც საქართველოში ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალური სამიტში იღებს მონაწილეობას.
მხარეებმა ღია მმართველობის პარტნიორობის მიმართულებით, საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს.
საუბარი შეეხო საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგს, დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაში ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს როლსა და პარლამენტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერების მნიშვნელობას.
მხარეებმა, ასევე, ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების შესახებ იმსჯელეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები