“ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველოს ეკონომიკის ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკაში უფრო მეტად მოხდეს”

“პარლამენტში წარდგენილი პროგრამის მიხედვით, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური ამოცანა იქნება საქართველოს საკრედიტო რეიტინგის კიდევ უფრო გაუმჯობესება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ამოცანაა, რომ ჩვენი ეკონომიკის ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკაში უფრო მეტად მოხდეს.

„ეს ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო ახორციელებს სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას. ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენი ეკონომიკის ინტეგრირება უფრო მეტად მოხდეს გლობალურ ეკონომიკაში. აქედან გამომდინარე, საქართველო იცავს და ყოველთვის დაიცავს თავისუფალი ვაჭრობის პრინციპებს. დარჩენილი ორი საკრედიტო სააგენტო ძალიან პოზიტიურად აფასებს ჩვენს მიერ განხორციელებულ რეფორმებს. პარლამენტში წარდგენილი პროგრამის მიხედვით, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური ამოცანა იქნება საქართველოს საკრედიტო რეიტინგის კიდევ უფრო გაუმჯობესება. ინვესტორებისთვის საქართველო გახდება კიდევ უფრო მიმზიდველი ქვეყანა.

ძალიან გვიხარია, რომ ამ მოზიდულ ინვესტიციებში იტალიური კომპანიების წვლილი საკმაოდ მნიშვნელოვანია. ასევე, მნიშვნელოვნად იზრდება იმ ნომენკლატურის ჩამონათვალი, რომელიც ჩვენ სავაჭრო ბრუნვაში გვიფიქსირდება როგორც ევროკავშირთან, ასევე იტალიასთან, რაც ძალიან ნათლად მიუთითებს, რომ ჩვენ არ ვართ ჩამოკიდებული რომელიმე ერთ სასაქონლო ჯგუფზე ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებში, რაც ძალიან კარგი სიგნალია და შემდგომ სავაჭრო დივერსიფიკაციას ხელს შევუწყობთ“, – აღნიშნა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები