ნატალი საბანაძე ბელგიის სამეფოში საქართველოს ელჩისა და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობაზე ხელახლა დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ნატალი საბანაძის ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ განკარგულება გამოსცა.

როგორც “კვირას” პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, განკარგულებაში აღნიშნულია, რომ „დიპლომატიური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ნატალი საბანაძე ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობაზე 2018 წლის პირველი აგვისტოდან დაინიშნოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები