კახა იმნაძე გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე ხელახლა დაინიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს კახა იმნაძის გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ განკარგულება გამოსცა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, განკარგულებაში აღნიშნულია, რომ „დიპლომატიური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, კახა იმნაძე გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე 2018 წლის პირველი აგვისტოდან დაინიშნოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები