მამუკა ბახტაძე სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაზე კომენტარს აკეთებს

რა უნდა იყოს იმაზე უფრო მნიშვნელოვანი და ფასეული, ვიდრე ემსახურო შენს ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფრაქცია “საქართველოს პატრიოტებთან” შეხვედრისას, სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერის შეფასებით, ეს პრობლემა სისტემურია და ძალიან მნიშვნელოვანია, შეიქმნას ისეთი სისტემა, სადაც განათლება კულტურა, სპორტი და სხვა მიმართულებები აყალიბებს საზოგადოებაში ისეთ ფასეულობებს, სადაც მსგავს პრეცედენტებს ადგილი არ ექნება.
“ვიდრე ჩვენ გარკვეულ ადმინისტრაციულ ღონისძიებებზე ვიფიქრებთ, ჩვენ უნდა დაფიქრდეთ – ხომ არ ვებრძვით შედეგებს, რათა დავინახოთ, რა არის მიზეზი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები