ლევან დავითაშვილი: ჩვენს კომპლექსურ პროგრამებში აქცენტები “მწვანე ეკონომიკასა” და ინკლუზიურობაზე გაკეთდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატის ლევან დავითაშვილის განცხადებით, კომპლექსური პროგრამა, რომელიც უკავშირდება გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებებს, განსაზღვრულია ორ მნიშვნელოვან დოკუმენტში, ესენია: გარემოს დაცვის ეროვნული სამოქმედო პროგრამა და სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია.

მისი თქმით, ეს არის კომპლექსური დოკუმენტები, რომლებიც ამ ორი ძირითად მიმართულებებში განსაზღვრავენ პრიორიტეტებს.

„ეს არის კომპლექსური დოკუმენტები, რომლებიც ამ ორი ძირითად მიმართულებებში განსაზღვრავენ ჩვენს პრიორიტეტებს. პროგრამებში აქცენტები მწვანე ეკონომიკაზე და ინკლუზიურობაზე გაკეთდა”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა პარლამენტის აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების სხდომაზე.

მისივე განცხადებით, გარემოზე ზიანის მიყენების პრევენციისა და აღმოფხვრის რეგულირება „დამაბინძურებელი იხდის“ პრინციპის შესაბამისად მოხდება.

„ქვეყანაში “მწვანე ეკონომიკის” ხელშეწყობისა და მაღალი გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვისათვის დაგეგმილია სისტემური რეფორმები. გარემოსდაცვითი მმართველობის სისტემის გაუმჯობესებისთვის აუცილებელია ახალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სისტემის შემოღება. გარემოზე ნებისმიერი სახის ზიანის მიყენების პრევენციისა და აღმოფხვრის რეგულირება „დამაბინძურებელი იხდის“ პრინციპის შესაბამისად მოხდება. რაც გულისხმობს გარემოს დაზიანების შემთხვევაში, მის აღსადგენად საჭირო გამასწორებელი ღონისძიებების განხორციელებას, ნაცვლად მიყენებული ზიანის მონეტარული ანაზღაურებისა, რომლის პრაქტიკაც დღეს ჩვენ გვაქვს და საკმაოდ ხარვეზიანია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, გაძლიერდება უკანონო ტყითსარგებლობაზე კონტროლის მექანიზმები.

„განხორციელდება სატყეო სექტორის კომპლექსური რეფორმა, რაც გულისხმობს ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვას. აღნიშნული საშუალებას მოგვცემს ტყის რესურსებით სოციალური მოთხოვნილების დაკმაყოფილება მოხდეს ტყეების ეკოლოგიური ფუნქციის შენარჩუნების პარალელურად და შემცირდეს ტყეზე ზეწოლა ეფექტიანი ზედამხედველობის/კონტროლის სისტემის დანერგვით, ასევე განვითარდეს ალტერნატიული გათბობის საშუალებების გამოყენების შესაძლებლობა“, -აღნიშნა დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები