გიორგი მარგველაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს ხვდება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მარგველაშვილი და სტოლტენბერგი პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

დღესვე დაგეგმილია ნატო-საქართველო-უკრაინის შეხვედრა ნატო-ს სახელმწიფოთა მეთაურების და მთავრობის მეთაურების დონეზე.

საქართველოს პრეზიდენტს დაგეგმილი აქვს შეხვედრა დანიის სამეფოს პრემიერ-მინისტრთან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტთან.

გიორგი მარგველაშვილი სიტყვით გამოვა სამიტის ფარგლებში გამართულ სიმპოზიუმზე და მონაწილეობას მიიღებს ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიის შეხვედრაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები