შალვა თადუმაძე: მე არ ვარ სახელისუფლებო კანდიდატი
მე არ ვარ სახელისუფლებო კანდიდატი. მე ვარ კანდიდატი შერჩევის პროცესში“, – ამის შესახებ მთავარი პროკურორობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, შალვა თადუმაძემ „იმედის“ გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა, რომელიც ამ დრომდე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია.
მისი თქმით, მოქმედი კანონმდებლობა საჯარო მოხელესაც აძლევს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოს შერჩევის პროცესში და განმარტავს, რომ მიუხედავად მისი თანამდებობისა, ის არასდროს ყოფილა არცერთი პოლიტიკური პროცესის წევრი და მაშინაც კი, როდესაც მთავრობას წარმოადგენდა პარლამენტში, არცერთი პოლიტიკური დებატი არ გაუმართავს.
თადუმაძე აცხადებს, რომ მას აქვს პროკურატურის რეფორმირების გეგმა.