“მოსმენილი გვაქვს წულუკიანის მოხსენება-რა შრომა დასჭირდათ, მოეპოვებინათ მამტკიცებელი საბუთები რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით”

ალბათ, ამ დღეებში უკვე წარმოდგენილი იქნება ახალი მთავრობის შემადგენლობა და უმრავლესობაში იქნება კონსულტაციები, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრმა გია გაჩეჩილაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც გაჩეჩილაძემ აღნიშნა, ის იუსტიციის მინისტრად თეა წულუკიანის დარჩენას უჭერს მხარს.
„რაც შეეხება კანდიდატურებს, როდესაც ლაპარაკი იყო იუსტიციის სამინისტროსთან დაკავშირებით მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი წულუკიანის დარჩენას მინისტრად, არა მარტო იმიტომ, რომ მან სერიოზული რეფორმები გაატარა, არამედ იმიტომაც, რომ ჰააგის ტრიბუნალი იხილავს რუსეთ- საქართველოს ომის საკითხს და ეს წულუკიანის მინისტრობის დროს დაიწყო, მან ეს პროცესი ბოლომდე უნდა მიიყვანოს. ეს არის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი ამოცანა, განაჩენი უნდა მოვისმინოთ რამდენიმე თვეში.
დახურულ სხდომებზე მოსმენილი გვაქვს წულუკიანის მოხსენება ამასთან დაკავშირებით – რა შრომა დასჭირდა იუსტიციის სამინისტროს, უშუალოდ წულუკიანს, რომ მამტკიცებელი საბუთები მოეპოვებინა რუსეთ- საქართველოს ომთან დაკავშირებით, თქვენ არ იცით ეს, არ მინდა დეტალებში საუბარი, ზოგი კონფიდენციალური საკითხია, როგორ იყო დამალული წინა ხელისუფლების მიერ ზოგიერთი მტკიცებულებები. გაგიჟდებით, რომ იცოდეთ, რა ხდება სინამდვილეში“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები