თამარ ჩუგოშვილი: მთავრობის ახალი შემადგენლობა, სავარაუდოდ, 11 ივლისს დასახელდება

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის განახლებულ შემადგენლობას, სავარაუდოდ, 11 ივლისს წარადგენს, რის შემდეგაც ნდობის გამოცხადების პროცედურა დაიწყება.
„ალბათ, პრემიერი შემადგენლობას ოთხშაბათს წარმოადგენს, შემდეგ დაიწყება ნდობის გამოცხადების პროცედურა. ჯერჯერობით შემადგენლობასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. ვფიქრობ, რომ იქნება ცვლილებები ეკონომიკურ გუნდში“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები