სოზარ სუბარი: ჭუბერში შემავალი ათი სოფლიდან 7 გარესამყაროსაა მოწყვეტილი

„ჭუბერში შემავალი ათი სოფლიდან 7 გარესამყაროსაა მოწყვეტილი“, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ამაღამ მოსალოდნელია ნალექი, თუმცა ამ ეტაპზე, მდინარის დონის მომატება არ შეინიშნება. საფრთხე მომატებული არ არის, თუმცა ჯერ კიდევ არის გზის მთელი მონაკვეთები, რომლებზეც მიდის მუშაობა. ჭუბერში შემავალი ათი სოფლიდან შვიდი მოწყვეტილია გარესამყაროს. მანქანებს არ უშვებენ, ვინაიდან საფრთხეა, რომ გზა ჩამოინგრეს, თუმცა ვფიქრობთ, რომ საღამომდე, შევძლებთ მყარი კონსტრუქციის გაკეთებას. ზედა სოფლიდან დღის განმავლობაში იგეგმება 5 ადამიანის გამოყვანა, მათ შორის, ბავშვების.

დღის ბოლოს, დაახლოებით 20-ზე მეტი სატვირთო მანქანა და 10-მდე ექსკავატორი იქნება და ბევრად მეტი საქმის გაკეთებას შეძლებენ. აღნიშნული მოგვცემს საშუალებას, რომ მოვახდინოთ მდინარის კალაპოტის კორექტირება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები