ჭუბერში, მდინარე ნენსკრაში წყლის დონემ დაახლოებით 30 სანტიმეტრამდე დაიწია

ჭუბერში, მდინარე ნენსკრაში წყლის დონემ დაახლოებით 30 სანტიმეტრამდე დაიწია. ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოდან მიაწოდეს.

სააგენტოს ცნობით, გეოლოგები და ჰიდროლოგები ამ დრომდე სტიქიის ზონაში რჩებიან და მონიტორინგს აგრძელებენ.

„სპეციალისტების განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ღამის განმავლობაში ნენსკრას ხეობაში ადგილი ჰქონდა უხვი ნალექის მოსვლას, სააგენტოს სპეციალისტებმა მდინარის სხვადასხვა წერტილზე გაზომვები განახორციელეს და მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ მდინარის დონე დაწეულია დაახლოებით 30-სმ მდე. სააგენტოს სპეციალისტები სტიქიის ზონაში ადგილზე აგრძელებენ მონიტორინგს.

ამასთან, სინოპტიკოსების ინფორმაციით მესტია-ჭუბერის ტერიტორიაზე 7 ივლისს მოსალოდნელია საშუალო ინტენსივობის ნალექი, ხოლო შემდგომი ორი დღის განმავლობაში, ნალექების ინტენსივობა მნიშვნელოვნად შესუსტდება“, – აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები