ჭუბერში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა

სოფელ ჭუბერში, ამ დროისთვის, გზის გაწმენდითი სამუშაოები თითქმის დასრულებულია.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსამსახურის ინფორმაციით, ჭუბერში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
ამ დროისათვის მდინარე ნენსკრაზე კალაპოტის გამაგრება მიმდინარეობს, ათეულობით მძიმე ტექნიკა მუშაობს მდინარე ნენსკრაზე, რათა მდინარე ძველ კალაპოტს დაუბრუნდეს.
შეგახსენებთ, რომ სტიქიის ზონაში, გუშინ გაემგზავრა და ამ დრომდე ადგილზე იმყოფება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები