ზესტაფონში, ტრადიციად ქცეული დასუფთავების აქცია გაიმართა

ზესტაფონში დასუფთავების აქცია –„ გიყვარდეს შენი ქალაქი“ გაიმართა. მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, აქცია ყოველი თვის ბოლო შაბათს ტარდება. დღევანდელი აქციის ფარგლებში, სტაროსელსკის ქუჩიდან შემავალი, სოფელ ქვედა საქარის გზის დასაწყისი დასუფთავდა.

როგორც “კვირას” ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სარეველებისგან და პლასტმასის ნარჩენებისგან გზის მიმდებარე ტერიტორია და სანიაღვრე არხი გაიწმინდა.

აქციის მუდმივი მხარდამჭერია „მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრები“, რომლის კოორდინატორმა, მალხაზ პირველაშვილმა მერიას დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარი ამჯერადაც გადასცა. დასუფთავების აქციაში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და სხვა საჯარო სამსახურების თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

“უკვე მერამდენედ ვატარებთ ამ აქციას და საზოგადოების ინტერესი არ განელებულა. გვიხარია, რომ არაერთი კომპანია შემოგვიერთდა და გვყავს მუდმივი პარტნიორები. „ჯორჯიან მანგანეზმა“ ახლახანს დასუფთავების სპეცტექნიკა გადმოსცა ქალაქს და იმედი გვაქვს, ჩვენი ურთიერთობა ამ მხრივ კიდევ გაგრძელდება“, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ მახათაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები