29 ივნისი

11: 00 საათზე, მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში, ექსპერტი ნიკა ჩიტაზე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
მისამართი: ა.წერეთლის 99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა 49. საკონტაქტო ნომერი: 555 40 00 55

29 ივნისს 10:00 საათზე, ევროსაბჭოს კონგრესის გენერალური მდივნის – ანდრეას კიფერის ვიზიტთან დაკავშირებით, სატუმროში ,,ჰოლიდეი ინ თბილისი“ მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრა გაიმართება, რომელშიც ათეა-ს პრეზიდენტი, დედაქალაქის მერი – კახა კალაძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე – ზაზა გაბუნია, ასევე ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისა და ათეა-ს წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. თემა : – ,,საქართველოს დელეგაციები ევროპულ ინსტიტუტებში (The Congress/CoE, CEMR, CORLEAP) – სამოქმედო გეგმები’’ მისამართი: 26 მაისის მოედანი N1. (სატუმრო ,,ჰოლიდეი ინ თბილისი“)

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები