ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მატჩის მსვლელობისას, რუსეთის პოლიციამ 7 არგენტინელი დააკავა
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაცო კომიტეტის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის პოლიციამ 7 არგენტინელი დააკავა, ხორვატიის ნაკრების ქომაგებთან მომხდარი ჩხუბის გამო. „ფიფას“ წარმომადგენლის განცხადებით, ორგანიზაცია ცდილობს, იმ დაკავებულთა ვინაობის დადგენას, რომლებიც პოლიციამ ნიჟნი ნოვგოროდში მიმდინარე საფეხბურთო მატჩის დროს დააკავა. მომხდარის გამო, რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტის განცხადებით, ახლა უკვე მოსამართლეზეა დამოკიდებული, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს არგენტინელების ქმედებებთან დაკავშირებით და რამდენად მკაცრი იქნება სასჯელი.