იემენში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია

 მას შემდეგ, რაც არაბულმა კოალიციამ იემენის უმსხვილესი საპორტო ქალაქი, ჰოდეიდადი თითქმის ბოლომდე აიღო, ქვეყანაში და კონკრეტულად იმ რეგიონებში, რომლებიც ჰოდეიდადის პორტის მეშვეობით მარაგდებოდნენ სურსათითა და წყლით, უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისი დაიწყო. ჰოდეიდადში არ არის არც საკვები და არც წყალი. ადგილობრივების განცხადებით მათ უკვე სამი დღეა, რაც წყალი არ აქვთ. ამ ეტაპზე, საპორტო ქალაქის ყველა პოზოციის დასაკავებლად, საუდის არაბეთისა და არაბეთის გაერთიანებული საემიროების სამხედრო კოალიციური ძალები კვლავ განაგრძობენ ბრძოლას იემენის ჰუსიტური მთავრობის საჯარისო შენაერთების წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთის კოალიციური ძალები იემენში მიმდინარე სამოქალაქო ომში 2015 წელს ჩაერთნენ. კოალიციური ძალების განცხადებით, ჰოდეიდადის პორტის აღება მნიშვნელოვანია იმიტომ, რადგან ამ პოზიციის დაკავებით, ჰუსიტების მთავრობა შემოსავლის ძირითადი წყაროს გარეშე დარჩება. კოალიცია სამხედრო მოქმედებების სწრაფად დასრულებას აანონსებს, რათა მოსახლეობას მინიმალური ზიანი მიადგეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები