„თეა წულუკიანი ძალიან მტკიცე ადამიანია, მან ზუსტად იცის რას და როგორ აკეთებს“

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა, იუსტიციის მინისტრის პოსტზე თეა წულუკიანის დარჩენის მომხრეა. ამის შესახებ გოგა ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ხაინდრავას თქმით, თეა წულუკიანი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების საყრდენია.
„თეა წულუკიანი არის ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური იურისტი, რომელიც ამ პოსტზე არის. მისი წინამორბედიც იყო კვალიფიციური, მაგრამ მისი კვლიფიკაცია ძალიან მძიმე შედეგებით დამთავრდა საქართველოსთვის და დღესაც გაქცეულია, მას უმარავი დანაშაული აქვს ჩადენილი, როგორც იუსტიციის მინისტრს.
თეა წულუკიანი ძალიან მტკიცე ადამიანია, გარდა ამისა, ზუსტად იცის რას აკეთებს და როგორ აკეთებს და ჩემი აზრით, ის არის „ოცნების“ ხელისუფლების ერთ-ერთი საყრდენი ბურჯი, ამიტომ მიდის ასეთი გამძაფრებული შეტევა მასზე“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები