მამუკა ბახტაძე: გვჭირდება ისეთი მოქნილი და მცირე სტრუქტურები, რომლებიც უზრუნველყოფენ პროგრამის შესრულებას

ჩემი სურვილია, კიდევ ერთხელ თითოეულმა ჩვენგანმა კარგად გავიაზროთ, თუ რა გამოწვევებია ჩვენი ქვეყნის წინაშე, რა უნდა იყოს ჩვენი ამოცანები, მიზნები და ჩვენი პოლიტიკა, რომ ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ ადეკვატურად და ეფექტურად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.
ბახტაძის თქმით, აუცილებელია, სახელმწიფოს მმართველობითი უწყებების და სტრუქტურების იმდაგვარი მოდერნიზაცია, რომელიც მმართველ გუნდს საშუალებას მისცემს იყოს უფრო ოპერატიული გადაწყვეტილებებში.
„მინდა გითხრათ, რომ ჩემი შეხედულებით, იმისთვის, რომ ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ ეფექტურად, აუცილებელია, სახელმწიფოს მმართველობითი უწყებების და სტრუქტურების მოდერნიზაცია, იმდაგვარი მოდერნიზაცია, რომელიც საშუალებას მოგვცემს ჩვენ ვიყოთ უფრო ოპერატიული ჩვენს გადაწყვეტილებებში, უფრო ეფექტურები და ვიყოთ ეფექტურები იმაში, რომ გადაწყვეტილების მიღებიდან, სანამ ამ გადაწყვეტილების მიღებიდან მიღებული სიკეთე მივა მოქალაქემდე, ეს დრო იყოს მაქსიმალურად დამოკლებული. ვფიქრობ, რომ ჩვენ გვჭირდება აქტიური პოლიტიკა რეფორმების გატარება, გვჭირდება ისეთი მოქნილი და ამავე დროს მცირე სტრუქტურები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ პროგრამის შესრულებას. იმ პროგრამის რეალიზაციისთვის, რომელიც თითოეულ თქვენგანს წარედგინა, აუცილებელ წინაპირობად მიმაჩნია, რომ მქონდეს საშუალება, უახლოეს პერიოდში კანონპროექტის სახით წარმოვადგინო მცირე ზომის მთავრობის კონცეფცია, რომელიც მიხედვითაც ჩვენი მმართველობით გადაწყვეტილებები იქნება უფრო ოპერატიული და ადამიანებზე, ჩვენს მოქალაქეებზე ორიენტირებული. ისეთი, რომელიც ადეკვატურად პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც დღეს არსებობს ჩვენი ქვეყნის წინაშე”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები