გოგა ხაინდრავა: მამუკა ბახტაძეს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების უნარი გააჩნია

„მას გააჩნია საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების უნარი“, – ასე შეაფასა გოგა ხაინდრავამ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე,
ხაინდრავას თქმით, ფინანსთა მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძის მიერ ბანკებთან მიმართებაში გადადგმული ნაბიჯი, მეტყველებს რომ მას მკვეთრი ნაბიჯების გადადგმის უნარი გააჩნია.
„შემთხვევით არაფერი არ ხდება, ყველაფერი კანონზომიერია ამ ქვეყანაში, ღმერთმა ასე დაადგინა, ამიტომ რაც მოხდა, ის უნდა მომხდარიყო, სხვანაირად არ შეიძლებოდა. იყო გარემოებები, რომლებმაც განაპირობეს მთავრობის შეცვლის აუცილებლობა. მამუკა ბახტაძის კანდიდატურას რაც შეეხება ორი პოსტი რომელიც მას ეკავა, ეს არის საქართველოს რკინიგზა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი ხერხემალია საქართველოს ეკონომიკისა და მისი განვითარების, შემდეგ ფინანსთა მინისტრის პოსტი, ეს ყველაფერი მეტყველებს იმას, რომ ამ ადამიანს გააჩნია უნარები იმისთვის, რომ ძალიან სერიოზული სფეროები მართოს. მისი დღეს შეფასება ძალიან ძნელი იქნება, იმიტომ რომ ჯერჯერობით მისი ხედვა ყველამ კარგად არ ვიცით. თუმცა, თუ გავითვალისწნებთ იმ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რომელიც მან გადადგა ფინანსთა მინისტრობისას – ის არაორდინალური გადაწყვეტილება, რომელიც იყო მიღებული ბანკებთან მიმართებაში, მეტყველებს იმაზე რომ მას გააჩნია მკვეთრი ნაბიჯები გადადგმისა და პასუხისმგებლობის თავის თავზე აღების უნარი“,- განაცხადა გოგა ხაინდრავამ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები