საბურთალოზე შიდა ეზოების მოწესრიგება მიმდინარეობს (ფოტოკოლაჟი)
საბურთალოს რაიონში შიდა ეზოების მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. იოსებიძის ქუჩის N59, N61, N61ა, N61ბ, N63 და N65 კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები სრულდება.
სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე 3000 კვ.მ ასფალტის საფარი იგება. ეზოებში უკვე მოეწყო ბორდიური და საფეხმავლო ბილიკები.
შიდა ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები ასევე, ბახტრიონის ქ. N30-ში მიმდინარეობს, სადაც სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელის რეაბილიტაციაც განხორციელდა. ვაშლიჯვარში, N6 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე კი, ეზოს კეთილმოწყობა უკვე დასრულებულია. მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
„საბურთალოს რაიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, 33 ეზოს კეთილმოწყობა განხორციელდა, რომლის შედეგადაც, მოსახლეობა კომფორტულად გადაადგილებას შეძლებს”, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ.
საგზაო სამუშაოებს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს. სამივე პროექტისთვის ბიუჯეტიდან 346 628 ლარია გამოყოფილი.