„გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებას „ნაციონალურმა მოძრაობის“ მიერ ბოლო დროს წარმოებულ მოვლენებთან კავშირი არ აქვს“

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ გიორგი კვირიკაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილებას, ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირზე განვითარებულ პროცესებთან არავითარი კავშირი არ აქვს.
„მთელი პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ არავითარი კავშირი ამ გადაწყვეტილებას არ აქვს იმ მოვლენებთან რა მოვლენებიც სამწუხაროდ ტრაგიკული ფაქტის გამოყენებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აწარმოა.
საუბარი იყო ბოლო პერიოდში ეკონომიკურ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის რეალურ გზებზე და ეს გადაწყვეტილებაც იყო ამ საკითხებზე მსჯელობის ადეკვატური გაგრძელება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
უკვე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. პოსტის დატოვების შესახებ განცხადება, ცოტა ხნის წინ საგანგებოდ დანიშნულ ბრიფინგზე, თავად გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები