“ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუს შევხვდი.
აღვნიშნე, რომ საქართველო ეუთო-ს აქტიური წევრია და დადებითად შევაფასე ეუთო-სთან თანამშრომლობა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ფერიდუნ სინირლიოღლუს თქმით, ეუთო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას საქართველოში.
ვისაუბრეთ საქართველოს პოლიტიკურ პროცესებზე, პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობასა და შემოდგომაზე დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებზე.
შეხვედრაზე, აგრეთვე, განვიხილეთ რეგიონული თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მნიშვნელობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად”, – წერს პაპუაშვილი.