ზელენსკი: კიევი დაჟინებით მოითხოვს ცეცხლის სრულ შეწყვეტას

ჩვენ უკრაინაში დაუყოვნებლივ, სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ვითხოვთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს.

მისივე თქმით, ეს სავსებით შესაძლებელია, თუ რუსეთი დათანხმდება და მკვლელობებს შეწყვეტს.

“აღდგომაზე ჩვენ შევძელით შეტაკებების ინტენსივობის შემცირება და საჰაერო თავდასხმის სირენები არ ყოფილა. უკრაინა მზადაა სააღდგომო ზავი მინიმუმ 30 დღით გაახანგრძლივოს და ცეცხლის სრულფასოვან შეწყვეტადაც კი აქციოს”,- აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

ამასთან, ზელენსკიმ დაადასტურა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები ლონდონში უკვე დაიწყო. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრი ლონდონში რუსეთის აგრესიული ომის დასრულებაზე მოლაპარაკებებზე იმყოფებიან.

“ჩვენ არ გამოვრიცხავთ რაიმე გამოსავალს, რომელიც შეიძლება გამოწვეული იქნეს ცეცხლის შეწყვეტამდე და საბოლოოდ ნამდვილ მშვიდობამდე. მკვლელობების შეჩერება ნომერ პირველი პრიორიტეტია”,- წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, უკრაინა ნებისმიერ ფორმატში მონაწილეობაზეა თანახმა, რომელიც „ცეცხლის შეწყვეტისა და რეალური მშვიდობის მიღწევას“ გამოიწვევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები