“2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ერთმანეთს ამხნევებდნენ, არ უნდა შევიდეთ პარლამენტშიო, შემდეგ ერთმანეთს ასწრებდნენ პარლამენტში შესვლას” – ზარქუა

“2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ასე იყო, ერთმანეთს ამხნევებდნენ, არ უნდა შევიდეთ პარლამენტში, არ ვცნობთ ლეგიტიმაციას, შემდეგ ერთმანეთს ასწრებდნენ პარლამენტში შესვლას”, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

აღნიშნულით ის თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის საკითხს გამოეხმაურა.

„ახლაც რასაც ამბობენ ნუ დაიჯერებთ. ნურც იმას, რომ მიიღებენ მონაწილეობას და ნურც იმას, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას. რადგან მათზე არ არის დამოკიდებული. როგორც მათი პატრონები დაუკვეთენ, ისე მოიქცევიან“, – აღნიშნა
ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები