კალანდარიშვილი – ეუთო-ს გენმდივანთან შეხვედრაზე: მიმოვიხილეთ ყველა საკითხი, რომელიც უკავშირდება როგორც 4 ოქტომბრის სამზადისს, ასევე – გასული წლის არჩევნებთან დაკავშირებულ გამოწვევებს, რომლებიც ინსტიტუციამ დაინახა

„ეუთოს, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ასეთი მაღალი წარმომადგენლობითი პირების ვიზიტი ქვეყანაში. ეს თავის მხრივ, ძალიან ბევრ რამეზე მიანიშნებს, განსაკუთრებით არჩევნებით დაინტერესების საკითხებთან მიმართებით”, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ, ეუთოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შესახებ, “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.

“ჩვენ ვმასპინძლობდით ბატონ გენერალურ მდივანს და შესაბამის სპეციალურ წარმომადგენლებს. დეტალურად მიმოვიხილეთ ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უკავშირდება როგორც 4 ოქტომბრის სამზადისს, ასევე გასული წლის არჩევნებთან დაკავშირებულ იმ გამოწვევებს, რომლებიც ინსტიტუციამ დაინახა, განვიხილეთ შესაბამისი გადაჭრის გზები, რათა 4 ოქტომბრის არჩევნები არ მოექცეს გარკვეული სპეკულაციების ქვეშ”, – აღნიშნა კალანდარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები