ნიკა გვარამია ნათია მიქიაშვილის „ანატომიის“ „რუსთავი 2“-ზე გადასვლას არ ადასტურებს

„რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ნათია მიქიაშვილის სტუდია „ანატომია“ ტელეკომპანია TV3-ის ნაცვლად „რუსთავი 2“ის ეთერში გავა.
12 ივნისს ნათია მიქიაშვილმა Media.Ge-ს განუცხადა, რომ მისი სტუდია „რუსთავი 2“-თან ხელშეკრულების გაფორმებას აპირებდა და საგამოძიებო ფილმები სწორედ ამ არხზე გავიდოდა. ნიკა გვამარამია კი აცხადებს, რომ სტუდია „ანატომიასთან“ თანამშრომლობას განიხილავდნენ, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
„საუბარი არ არის იმაზე, რომ ნათია მიქიაშვილი „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი გახდება. ამაზე საუბარი არასდროს ყოფილა. სტუდია „ანატომიასთან“ გარკვეული მოლაპარაკებები გვქონდა იმ პროდუქციის შესყიდვაზე, რასაც ის აწარმოებს. ინფორმაციაზეა საუბარი. ჯერჯერობით ვართ ამ ეტაპზე“, – უთხრა Media.Ge-ს გვარამიამ.
ნათია მიქიაშვილის სტუდია „ანატომიის“ მიერ მომზადებული ფილმები ჯერ „მაესტროს“, შემდეგ „მეცხრე არხის“, ბოლოს კი TV3-ის ეთერში გადიოდა.

წყარო: media.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები