“ინგოროყვას” კლინიკა ექიმსა და პაციენტს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა, პაციენტ ნინო კვიტაიშვილსა და ექიმ-ტრავმატოლოგ მურთაზ მამაგეიშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„გუშინ, ჩვენს კლინიკაში პაციენტ ნინო კვიტაიშვილსა და ექიმ-ტრავმატოლოგ მურთაზ მამაგეიშვილს შორის მომხდარი გაუგებრობის მიუხედავად, მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ პაციენტს ყველა სამედიცინო გამოკვლევა და საჭირო მომსახურება ჩაუტარდა დროულად და ის ფაქტი, რომ მას რაიმე ნიშნით კლინიკის მიერ უარი ეთქვა სამედიცინო მომსახურების გაწევაზე, არ შეესაბამება სიმართლეს. ამასთან, ექიმის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამედიცინო ეთიკური ნორმების დარღვევას, რაც დაუშვებელია ექიმისათვის და ჩემი, როგორც გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე ექიმი გათავისუფლებულია სამსახურიდან.
მინდა კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით დავადასტურო, რომ პაციენტს ყველა სამედიცინო მომსახურება გაეწია დროულად და ადექვატურად. ჩვენის მხრივ, მივმართავთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მისი კომპენტენციის ფარგლებში განიხილოს აღნიშნული შემთხვევა“ – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ნინო კვიტაიშვილი სამედიცინო დაწესებულებაში გუშინ, აქციაზე მსუბუქი დაზიანების გამო, ინგორყვას კლინიკაში აღმოჩნდა.
თუმცა, ექიმმა პაციენტს, პოლიტიკური შეხედულებების გამო, სათანადო ყურადღება არ მიაქცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები