დავით სერგეენკო: არ აქვს მნიშვნელობა, რა გვარია ესა თუ ის მინისტრი, არამედ მნიშვნელოვანია, როგორ ვითარდება დარგი

„არ აქვს მნიშვნელობა, რა გვარია ესა თუ ის მინისტრი, არამედ მნიშვნელოვანია, როგორ ვითარდება დარგი“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლებიც დაინტერესდნენ, შესაძლოა თუ არა, რომელიმე მინისტრმა დაკავებული თანამდებობა დატოვოს.
„რაც ქვეყანას ვემსახურები ჯანდაცვის მინისტრის პოზიციაზე, თუ სწორად მახსოვს, 50-55-ზე მეტი სამთავრობო ცვლილება განხორციელდა ამ 6 წლის განმავლობაში. არ აქვს მნიშვნელობა, რა გვარია ესა თუ ის მინისტრი, არამედ მნიშვნელოვანია, როგორ ვითარდება დარგი.
სამთავრობო ცვლილებების განხორციელებას თავისი ფორმატი აქვს და ეს უნდა გაცხადდეს შესაბამისი ფორმატით ასე ცალკეული კომენტარებისგან თავს შევიკავებ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები