“კანონის მთელი სიმკაცრით იქნებიან ის ადამიანები დასჯილნი, ვინც პოლიციის ფორმით პროვოკაციის მოწყობას შეეცდება”

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი თეიმურაზ კუპატაძე აცხადებს, რომ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე პროვოკაციები იგეგმება. მისი თქმით, არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლიციის ფორმით შესაძლოა, მოხდეს რაიმე პროვოკაცია.

„ჩვენს მიერ იქნება მყისიერი რეაგირება და კანონის მთელი სიმკაცრით იქნებიან ეს ადამიანები დასჯილი, ვინც შეეცდება პოლიციის ფორმით, ან შესაბამისი აღჭურვილობით პროვოკაციის მოწყობას. ასეთი ინციდენტები შეიძლება მოხდეს, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ და მოვუწოდებთ აქციის ყველა მონაწილეს, ვალდებულები არიან პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად, რომ დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან მოხდება ადეკვატური რეაგირება, ყველა კუთხეში აყენია საპატრულო პოლიციის და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, მაქსიმალურად ვცდილობთ უსაფრთხოდ ჩატარდეს ეს აქცია და დავიცვათ საზოგადოებრივი წესრიგი”, – განაცხადა კუპატაძემ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება, რომ ნებისმიერი პირი, ვინც აქციის მიმდინარეობის დროს ბოროტად გამოიყენებს ძალოვანი უწყების ფორმის ტანსაცმელს და ატრიბუტიკას, კანონის შესაბამისად უმკაცრესად დაისჯება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები