საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ბრიუსელში გაემგზავრა

7-8 ივნისს, ბრიუსელი ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალს მასპინძლობს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, ბელგიის სამეფოში იმყოფება. საქართველოს თავდაცვის მინისტრი, მინისტერიალის ფარგლებში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის (RSM) ფორმატში, ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს, რომელსაც ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გახსნის. შეხვედრაზე ლევან იზორია ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის მინისტრების წინაშე სიტყვით წარსდგება.

ნატო-ს ახალ შტაბ-ბინაში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს ხორვატ და უნგრელ კოლეგებთან გამართავს. იგეგმება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება ხორვატიის თავდაცვის სამინისტროსთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები