სოფო კილაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონში IFES-ის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სოფო კილაძის ხელმძღვანელობით ვაშინგტონში IFES-ის პრეზიდენტ ბილ სვეენის, ვიცე-პრეზიდენტ მიხაელ სვეტლიკსა და კავკასიისა და ცენტრალური აზიის პროექტების უფროს მენეჯერს, ენტონი ბოვიერს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული საარჩევნო გარემო და ის ცვლილებები, რომელიც 2012 წლის შემდეგ სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფის კუთხით არის ქვეყანაში. მათ შორის, საარჩევნო ცვლილებები, სიტყვის თავისუფლება და მედიაგარემო, პარტიათა დაფინანსება და სხვა. ქართულმა მხარემ ამერიკულ ორგანიზაციას გააცნო საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში საარჩევნო კუთხით არსებული პროგრესი. ამერიკული მხარე დაინტერესდა, ასევე, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნების საკითხით.
IFES-ის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოში მიმდინარე რეფორმებისადმი, მათ შორის, შშმ პირთათვის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით. IFES-ი, როგორც დონორი ორგანიზაცია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას საარჩევნო გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესების კუთხით.
პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან სოფო კილაძე, რატი იონათამიშვილი, ირაკლი ბერაია და გიორგი ტუღუში. ვიზიტი აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, დავით ბაქრაძის მხარდაჭერით ხორციელდება.