ბათუმში, 15 წლის ბიჭი მაშველებმა დახრჩობას გადაარჩინეს

0

ბათუმში, 15 წლის ბიჭი მაშველებმა დახრჩობას გადაარჩინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

“მაშველებმა, დაახლოებით 100 მეტრის მოშორებით, ზღვაში, ახალგაზრდა ბიჭი შენიშნეს, ის შველას ითხოვდა. ბათუმში მცხოვრები 15 წლის ბიჭის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება”,- ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი