არჩილ თალაკვაძე: თეა წულუკიანი თქვენი ხელწამოსაკრავი არ არის, გირჩევნიათ თქვენი იუსტიციის მინისტრი გამოიძახოთ

„თეა წულუკიანი თქვენი ხელწამოსაკრავი ნამდვილად არ არის, გირჩევნიათ თქვენი იუსტიციის მინისტრი გამოიძახოთ, ჩამოვიდეს და პასუხები გასცეს საზოგადოებას და მართლმსაჯულებას“, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” ერთის მხრივ ამბობს, რომ კომისიის შექმნა ფარსია, მეორეს მხრივ კი მაჩალიკაშვილის საქმეზე კიდევ ერთი კომისიის შექმნას ითხოვს.

„ნაციონალური მოძრაობა” კიდევ ერთხელ, ჩვენს თვალწინ კარგავს რეალობის შეგრძნებას. ერთის მხრივ ამბობს, რომ კომისიის შექმნა არის ფარსი და აქვე გვეუბნება, რომ შევქმნათ კიდევ ერთი კომისია. თუ შეიძლება ტაიმ-აუტი აიღეთ, იქნებ მოილაპარაკოთ და ერთ პოზიციაზე ჩამოყალიბდეთ – გინდათ კომისიაში მონაწილეობა თუ არ გინდათ, რადგან ცალი ხელით კომისიას ითხოვთ და ამავდროულად ამბობთ, რომ ეს ყველაფერი სიყალბე და ფარსია, როგორც მინიმუმ, ეს არასერიოზულად გამოიყურება”, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები