საქართველოს, ნატო-ს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლობის მეთაური ეწვია (ფოტოკოლაჟი)

„ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ საერთო მიზნის მისაღწევად – გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა და უზრუნველვყოთ მეტი მშვიდობა და უსაფრთხოება“, – ეს იყო ნატო-ს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლობის (SACT) მეთაურის, გენერალ დენის  მერსიეს მთავარი გზავნილი, რომელიც საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააჟღერა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ, გენერალმა დენის მერსიემ ორმხრივი შეხვედრები თავდაცვის მინისტრთან და გენერალური შტაბის უფროსთან გამართა.

ლევან იზორიამ სტუმარს ნატოს ურყევი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს თავდაცვის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და საქართველოს ნატოსთან დაახლოებას ხელს უწყობს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, გენერალ დენის მერსიეს ვიზიტი საქართველოს როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყნის მიმართ, ალიანსის ურყევ მხარდაჭერას ადასტურებს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ პროგრესს, რასაც საქართველომ ნატო-სთან თანამშრომლობის კუთხით მიაღწია. მხარეებმა ყურადღება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესსა და კონკრეტულად, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრზე (JTEC) გაამახვილეს, რომელიც ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებულ სარდლობასთან მჭიდროდ თანამშრომლობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები