ლევან დადუნაშვილის ადვოკატი: ფაქტობრივად, დათო სარალიძის მკვლელი დადგენილი არ არის

ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის საქმეზე, სასამართლოს გადაწყვეტილებას ლევან დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატი ეთანხმება, თუმცა უფლებადამცველი აცხადებს, რომ დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულის შესახებ, კითხვის ნიშნები არსებობს.

„ჩვენ ლევანის ნაწილში, როგორც ველოდით, დადგა გამამტყუნებელი განაჩენი იმ პირის მიმართ, ვისაც ბრალი ჰქონდა წარდგენილი, რაც შეეხება დათოს ნაწილში, ამ ნაწილში არის კითხვები. დათოს ნაწილში გაგვიჩნდა პროტესტის განცდა. ფაქტობრივად, დათოს მკვლელი დადგენილი არ არის“, – ამბობს ლევან დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები