საინჟინრო ბრიგადაში, EOD-ის ინსტრუქტორთა განაღმვის სწავლება დაიწყო

საინჟინრო ბრიგადაში აშშ-ის ევროპული სარდლობის (EUCOM) ფეთქებადი საბრძოლო მასალების გაუვნებელყოფის (EOD) ასეულის ინსტრუქტორების მიერ, განაღმვის სწავლება დაიწყო. სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადის ფეთქებადი საბრძოლო მასალების განადგურების (EOD) ასეულის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ.

როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სწავლება სამ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე ქართველი სამხედრო ინჟინრები მრავალფუნქციური პორტატული რენტგენის აპარატის მუშაობას შეისწავლიან. რენტგენის აპარატით, რომელიც ქართულ მხარეს EUCOM-მა გადასცა, შესაძლებელია საეჭვო პაკეტების შემოწმება, აფეთქების შემდგომი კრიმინალისტიკური ექსპერტიზა, იარაღის შემოწმება, ტვირთისა და სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირება. სწავლების მეორე ეტაპზე კი, შემოწმდება ინსტრუქტორების მომზადების სამივე ფაზის შედეგები, შემდეგ კი, ქვედანაყოფისთვის საჭირო სწავლებები დაიგეგმება.

EUCOM-ის მიერ დაგეგმილი სწავლება ნატოს “პარტნიორობა მშვიდობისათვის” ნდობის ფონდის პროექტ “საქართველო IV”-ის ფარგლებში დაიწყო. სწავლების დასრულების შემდეგ პირად შემადგენლობას შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცემათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები