სოფიო ქაცარავა: საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარება, რუსეთის მხრიდან მანიპულირებული ნაბიჯი იყო

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას შეფასებით, სირიის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარება, რუსეთის მხრიდან, მანიპულირებული ნაბიჯი იყო. მისივე თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის პროცედურები დაიწყო.
„სირიის მხრიდან ეს ნაბიჯი იყო მანიპულირებული რუსეთის მხრიდან. ჩვენ მოვისმინეთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები და ჩვენი პოზიციაც არის, რომ ეს საფრთხეს არანაირად არ უქმნის არაღიარების პოლიტიკას. ასევე მოვისმინეთ აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, რომ საერთაშორისო საზოგადოების პოზიცია არ იცვლება. რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს, დაიწყო პროცედურა იმასთან დაკავშირებით, რომ დიპლომატიური ურთიერთობები შეწყდეს სირიასთან. შემდეგ ნაბიჯებს რაც შეეხება, უკვე გავივლით კონსულტაციებს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
შეგახსენებთ, სირიამ ე.წ. აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” დამოუკიდებლობა აღიარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები