ირაკლი ღარიბაშვილი სოფელ კარბის მოსახლეობას შეხვდა

უამრავი პრობლემაა ყველა რეგიონში, მთავარია, ქვეყნის განვითარების პრიორიტეტები სწორად განვსაზღვროთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა , ირაკლი ღარიბაშვილმა გორის რაიონის სოფელ კარბის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივებმა მთავრობის მეთაურს არსებული პრობლემები გააცნეს. მოსახლეობამ მთავარ პრობლემად ამბულატორიისა და საბავშვო ბაღის არარსებობა დაასახელა და სოფლის გაზიფიცირება ითხოვა. პრემიერმა აღნიშნული საკითხის დროული მოგვარება მხარის სახელმწიფო რწმუნებულს ზურაბ რუსიშვილს დაავალა.
“წლის ბოლომდე უნდა დავასრულოთ 80 ამბულატორიის გახსნა, ამას გარდა უნდა მივხედოთ დასაქმების პრობლემას. მაისის ბოლოს ეკონომიკური განვითარების პროექტის პრეზენტაცია გვექნება. 2014 წელი ადგილობრივი წარმოების წლად გამოვაცხადეთ. ჩვენი მიზანია, ყოველ რაიონში თითო საწარმო გაიხსნას. პრობლემა ბევრია, მაგრამ შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაკეთებთ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები