გოგონა, რომელიც ახალციხეში სელფის გადაღებისას აივნიდან გადმოვარდა, თბილისში გადაიყვანეს

18 წლის გოგონა, რომელიც სელფის გადაღების დროს მეორე სართულის აივნიდან გადმოვარდა, ოპერაციის შემდეგ თავს კარგად გრძნობს.

მოზარდი ამ დრომდე, ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

როგორც „კვირას“ სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, პაციენტს გუშინ ხერხემალზე ოპერაცია ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ცნობისათვის, 18 წლის გოგონა ახალციხეში, წმინდა დავითი და კონსტანტინეს ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან გადმოვარდა.

შემთხვევა გუშინ მოხდა. თავდაპირველად, გოგონა ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში მიიყვანეს. მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. თუმცა, მოგვიანებით საჭირო გახდა პაციენტის თბილისში გადმოყვანა. იგი ინგოროყვას სახელობის საავადმყოფოში მოათავსეს.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, გოგონა მეგობართან ერთად ფოტოს იღებდა, როდესაც მეორე სართულის აივნიდან გადავარდა.

ახლობლების ინფორმაციით, ოპერაციამ კარგად ჩაიარა და გოგონა რეანიმაციაშია გადაყვანილი.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებიას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები