მაიკ პენსი: ჩვენ დავადასტურეთ აშშ-საქართველოს შორის არსებული ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას ტვიტერში გამოეხმაურა და საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილე მიულოცა.

“დღეს ჩვენს სახლში ვუმასპინძლე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს. ვულოცავ საქართველოს რესპუბლიკას დამოუკიდებლობის 100 წლისთავს! ჩვენ დავადასტურეთ აშშ-საქართველოს შორის არსებული ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა და საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი ავღანეთის მისიასა და გლობალურ უსაფრთხოებაში”,- წერს მაიკ პენსი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები