ნენსი ლინდბორგი გიორგი კვირიკაშვილს: მადლობას გიხდით ქვეყნის ლიდერობისთვის, აშშ-თან პარტნიორობისთვის და მეგობრობისთვის

„მადლობას გიხდით ქვეყნის ლიდერობისთვის, აშშ-თან პარტნიორობასა და მეგობრობისთვის და გულთბილად გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს“, – ამ სიტყვებით მიმართა აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტის პრეზიდენტმა ნენსი ლინდბორგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის რიგით მეორე ყოველწლიურ კონფერენციაზე – “პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წელი”.

ნენსი ლინდბორგმა საქართველოს მთავრობის მეთაურს აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტსა და “ჰერითიჯის ფონდთან” პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში.

“ჩემთვის დიდი პატივია, წარმოგიდგინოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრი. გიორგი კვირიკაშვილი ქვეყნის მთავრობას 2015 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობს. იგი ასევე გახლდათ ქვეყნის ვიცე-პრემიერი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი; აგრეთვე – ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი. აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს. გვსურს, ხაზი გავუსვათ საქართველოს წვლილს რეგიონული უსაფრთხოების საქმეში, ავღანეთის საერთაშორისო ძალებსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიზე გაეროს სამშვიდობო ოპერაციებში. პრემიერ-მინისტრო, მადლობას მოგახსენებთ ქვეყნის ლიდერობისთვის, აშშ-თან პარტნიორობასა და მეგობრობისთვის. გულთბილად გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს”, – განაცხადა ნენსი ლინდბორგმა.

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის რიგით მეორე ყოველწლიური კონფერენცია დღეს ვაშინგტონში, აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები