საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღება გრძელდება

საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ამჟამად საინფორმაციო შეხვედრებს კახეთის რეგიონში მართავენ. სამხედრო მოსამსახურეები ადგილობრივ მცხოვრებლებს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის შესახებ ინფორმაცის აწვდიან და პირობებს დეტალურად აცნობენ. დღეს საინფორმაციო კამპანია ახმეტის მუნიციპალიტეტში ჩატარდა.

ეროვნული გვარდიის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ჭუმბურიძე თელავში დისლოცირებული მეოცე კადრირებული ბრიგადის ხელმძღვანელობასა და პირად შემადგენლობასთან ერთად, მოსახლეობას შეხვდა. ჯარისკაცები მათ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის წესებსა და იმ პრივილეგიებზე ესაუბრნენ, რითაც საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში ისარგებლებენ. სამხედრო მოსამსახურეებმა სპეციალური საინფორმაციო ბროშურები და თავდაცვის სამინისტროს გაზეთებიც დაარიგეს.

ეროვნული გვარდიის მეოცე კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა საკონტრაქტო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ჩაატარეს და უხლოეს მომავალში ქალაქ თელავში დაასრულებენ. საინფორმაციო კამპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინაროებს.

ოთხწლიანი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლა 35 წლამდე მოქალაქეებს შეუძლიათ. საბუთების მიღება წარმოებს ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ქალაქ თბილისში, მხარდამჭერი ცენტრი „კრწანისის“ ბაზისა და ქალაქ ქუთაისში, მესამე ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ რეგისტრაციისთვის ასევე მიმართონ თელავის მეოცე კადრირებულ ბრიგადას, სენაკის მეორე ქვეით ბრიგადასა და ქალაქ ბათუმში ადლიის ბატალიონის ტერიტორიაზე არსებულ სარეგისტრაციო პუნქტებს.

ტელეფონი: 595 05 06 85, 595 05 06 73, ონლაინ რეგისტრაცია: onlinebct.mod.gov.ge.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები