გორში, საპატრულო პოლიციის და „კიას“ მარკის ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახნენ

გორში, წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს საპატრულო პოლიციის და „კიას“ მარკის ავტომობილი შეეჯახნენ.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ავარია არ იყო მძიმე და შსს-ს ბალანსზე აღრიცხულ მანქანას, მხოლოდ ნაკაწრი აღენიშნება.

მომხდარზე სატრანსპორტო საშუალების მძღოლი წესების დარღვევისთვის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის, მე-10 ნაწილით დაჯარიმდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები