გოჩა ლორთქიფანიძე: რუსეთის ფედერაციას დღეს არგუმენტი საერთოდ არ ჰქონდა

სტრასბურგის სასამართლო აგრძელებს საქმის განხილვას „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“. სასამართლოს სიტყვით უკვე მიმართეს საქართველოს და რუსეთის მხარეების ადვოკატებმა. სხდომაზე შესვენება გამოცხადდა, რა დროსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძემ ქართველი ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა.

„როგორც შეგპირდით და განვაცხადეთ, ეს იყო უკომპრომისო, ოღონდ სამართლიანობისა და სამართლისთვის ბრძოლა. ამ შემთხვევას, ამ საქმეს ექნება მნიშვნელობა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ევროპის ფარგლებში სხვა კონფლიქტებისათვის. პირველ რიგში, ეს არის უკრაინა და მოლდოვა. მეორე მომენტია ის, რომ თავად ნახეთ და თავად შეგიძლიათ შეაფასოთ რუსული კონტრარგუმენტების ე.წ. ხარისხი. არგუმენტების ნაცვლად ჩვენ მოვისმინეთ ისევ გაშარჟებულ-გაყალბებული ნარატივი ისტორიის შესახებ და ერთადერთი პასუხი, რომ ეს არის ან სიყალბე, რაც საქართველომ წარმოადგინა, ან შეთქმულება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის ფედერაციას დღეს არგუმენტი საერთოდ არ ჰქონდა“, − განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები