პროკურორი: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი დამნაშავეა

,,დოკუმენტები და თავად გიორგი ბაჩიაშვილის მიერ შედგენილი დოკუმენტები ადასტურებდა მის ბრალეულობას და უკვე დანაშაულს”,- ამის შესახებ, „თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნათელი დემონსტრაციაა იმის, რომ გიორგი ბაჩიაშვილი არის დამნაშავე.

„სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის იმის ნათელი დემონსტრაცია რომ კოლეგიამ სრულად შეაფასა და გააანალიზა ყველა მტკიცებულება, მოწმის ჩვენება, დოკუმენტაცია და დაადგინა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი არის დამნაშავე, მიითვისა კრიპტოვალუტა, ასევე მოახდინა მითვისებული აქტივის ლეგალიზაცია. არანაირი შეცვლილი ჩვენება არ ყოფილა. ფაქტობრივი გარემოებები ძალიან მარტივად გამოიყურება….დოკუმენტები და თავად გიორგი ბაჩიაშვილის მიერ შედგენილი დოკუმენტები ადასტურებდა მის ბრალეულობას და უკვე დანაშაულს“,- განაცხადა სადრაძემ.

 

ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი გენერალური დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილისთვის შეფარდებული 11-წლიანი თავისუფლების აღკვეთა ძალაში დატოვა. საქმე „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ეხება, რაზედაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები