თბილისის სააპელაციო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილის 11-წლიანი პატიმრობის შესახებ განაჩენი ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ და მოსამართლეთა კოლეგიამ პაატა სილაგაძის ხელმძღვანელობით, ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და გიორგი ბაჩიაშვილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ნაწილში დამნაშავედ ცნო და 11-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა.

გიორგი ბაჩიაშვილს საქალაქო სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მარტში მიუსაჯა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიორგი ბაჩიაშვილი 27 მაისს დააკავა.

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი ბაჩიაშვილს, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე სასამართლოს მიერ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით, გიორგი ბაჩიაშვილი დამნაშავედ არის ცნობილი დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში და უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში.

თანხის მითვისების ნაწილში, მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამ უკანასკნელმა 10-წლიანი სასჯელი შთანთქა და მას საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთა 11 წლით განესაზღვრა.

შსს-ს ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 2 მარტს, სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით, სომხეთის მიმართულებით ფარულად გადაკვეთა, ხოლო აღნიშნულის შემდეგ, სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტი წარადგინა, რის შედეგადაც საზღვარი გაიარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები