“2008 წლის აგვისტოს ომის დროს და მას შემდეგ საქართველოს მოქალაქეებისადმი ჩადენილი ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები რუსეთის პასუხისმგებლობაა”

“2008 წლის აგვისტოს ომის დროს და მას შემდეგ საქართველოს მოქალაქეებისადმი ჩადენილი ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები სწორედ რუსეთის პასუხისმგებლობაა”,- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ განაცხადა.

ხულორდავას თქმით, საქმეზე „საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ“ მიღებული გადაწყვეტილება კიდევ უფრო გაამყარებს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის და დეოკუპაციის მოთხოვნისადმი.

„იმედი მაქვს სასამართლო გაიზიარებს საქართველოს მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და პოზიციას. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება უძლიერესი დამატებითი არგუმენტი იქნება ჩვენთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის რუსეთს თავისი სახელი დაერქვას, მის აგრესორულ და ექსპანსიურ პოლიტიკას თავისი. ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება კიდევ უფრო გაამყარებს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის და დეოკუპაციის მოთხოვნისადმი. წარმატებები საქართველოს! წარმატებები იუსტიციის სამინისტროს!“,- განაცხადა ხულროდავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები