“უშიშროების საბჭოს ბოლო სხდომა გაიმართა ერთი კვირის წინ, შედგა ჩვეულებრივი დისკუსია, რომელიც შეიძლებოდა დუშეთშიც შემდგარიყო”

„უშიშროების საბჭო ბოლო სხდომა გაიმართა ერთი კვირის წინ, შედგა ჩვეულებრივი დისკუსია, რომელიც შეიძლებოდა დუშეთშიც შემდგარიყო – ამას არანაირი ორგანო და უშიშროების საბჭო არ სჭირდება”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „იმედის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ პრეზიდენტის განცხადებებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან დაკავშირებით, პრეზიდენტი ვერცერთ კონკრეტულ კრიტიკულ შენიშვნას ვერ გამოთქვამს და ერთადერთი საკითხი, რომელსაც გიორგი მარგველაშვილი ხარვეზს უწოდებს, უშიშროების საბჭოს ეხება.

„ვერც ერთ კონკრეტულ კრიტიკულ შენიშვნას ვერ გამოთქვამს პრეზიდენტი. ერთადერთი აქვს, ასე ვთქვათ მუდმივად აჩემებული, ეს სიტყვა უნდა, გამოვიყენო უშიშროების საბჭო, უშიშროების საბჭო ბოლო სხდომა გაიმართა ერთი კვირის წინ. შედგა ჩვეულებრივი დისკუსია, რომელიც შეიძლებოდა დუშეთშიც შემდგარიყო. ამას არანაირი ორგანო და უშიშროების საბჭო არ სჭირდება. ეროვნული უშიშროების საბჭოები მოქმედებს საპრეზიდენტო, ზოგ შემთხვევაში ნახევრად საპრეზიდენტო სისტემებში და რატომ. იმიტომ , რომ იქ პრეზიდენტს პირდაპირ ექვემდებარება შესაბამისი სფერო -თავდაცვის, უსაფრთხოების სფერო, ჩვენს შემთხვევაში სათათბირო ორგანო არის შექმნილი პრეზიდენტთან იმ საკითხებზე, რომელიც არის მთავრობის გამგებლობის ქვეშ. ასეთი მარტივი ნონსენსი გასწორდა კონსტიტუციაში და ეს არის ერთადერთი საკითხი, რომელსაც ხარვეზს უწოდებს პრეზიდენტი. ვერც ერთი სხვა მაგალითი მას ვერ მოჰყავს”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები